ცვლილებები ლა ლიგაში - მომდევნო სეზონში გუნდები სხვა კალენდარით იხელმძღვანელებენ
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ ლა ლიგის მომდევნო სეზონში ცვლილებები განხორციელდება, რაც ჩემპიონატის დაწყების თარიღს და შუა სეზონში შესვენებების აკრძალვას ითვალისწინებს...
გავრცელებული ინფორმაციით, ესპანეთის ჩემპიონატი სტარტს სექტემბრის მეორე ნახევარში აიღებს. ასევე აღარ იქნება საშობაო შესვენება, რომელიც გუნდებს 20-21 დეკემბრის შემდეგ აქვთ ხოლმე გამოწერილი.
ეს ყველაფერი იქედან გამომდინარეობს, რომ მიმდინარე სეზონი დიდი ალბათობით ივლისის შუა რიცხვებამდე ვერ დასრულდება, შემდეგ კი ფეხბურთელებმა სრულფასოვანი დასვენება უნდა მოასწრონ.
დიდი ალბათობით, სამეფო კლუბი პრე-სეზონს 10 აგვისტოსკენ დაიწყებს.
- 28 მარტი 2020
- 1 372
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.