კილიან მბაპე თუ ჰოლანდი?
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ კილიან მბაპესა და ერლინგ ჰოლანდს შორის არჩევანის გაკეთებას არ აპირებს...
ფლორენტინო პერესი ეცდება, რომ როგორც ნორვეგიელი, ასევე ფრანგი დაიმატოს და გუნდის შეტევითი პოტენციალი მნიშვნელოვნად გაზარდოს.
Defensacentral-ის ინფორმაციით, მბაპეს „რეალში“ გადასვლის საკითხი კვლავ ძალიან დიდი ეჭვისქვეშ დგას, მაგრამ ჰოლანდთან დაკავშირებით ყველაფერი მოგვარებულია და ახალგაზრდა წინახაზელი მადრიდში მალე გადავა.
ამავე წყაროზე დაყრდნობით, ორივე ფეხბურთელის შესაძენად სამეფო კლუბს დაახლოებით 300 მილიონი ევრო დასჭირდება.
- 28 მარტი 2020
- 1 342
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.