ჰოლანდი „რეალში“ გადასვლაზე თანახმაა, თუმცა სასტარტოში თამაში სურს
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ ერლინგ ჰოლანდი „რეალში“ ზაფხულშივე გადასვლაზე თანახმაა, თუ ზიდანისგან გარანტიებს მიიღებს...
ჰოლანდს სურს, დეტალურად გაეცნოს ზიდანის პროექტს და ფრანგის ხედვას მის მიმართ. ჰოლანდის აზრით, მის კარიერულ პროგრესს ხშირი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, აქედან გამომდინარე, მან მოედანზე სასტარტო შემადგენლობაში გასვლის პირობა ხშირად უნდა მიიღოს.
ახალგაზრდა მოთამაშე აცნობიერებს, რომ „ბლანკოსში“ დიდი კონკურენციაა, თუმცა თუ გარანტიების გარკვეულ დონეს არ მიიღებს, ის BVB-ში დარჩენას ამჯობინებს.
როგორც სჩანს, ახლა ყველაფერი თავად „რეალზე“ იქნება დამოკიდებული.
- 27 მარტი 2020
- 2 458
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.