„აიაქსი“ ვან დ ებეეკს 40 მილიონად დათმობს, თუ „რეალი“ როდრიგოს ჰოლანდიაში გაუშვებს
„აიაქსმა“ მადრიდის „რეალთან“ ახალი წინადადება წარმოადგინა.
ჰოლანდიური კლუბი მზად არის, დონი ვან დე ბეეკი 55 მილიონი ევროს ნაცვლად 40 მილიონად დათმოს, თუ ფლორენტინო პერესი როდრიგო გოეშს 2 წლიანი იჯარის სახით „ერედივიზიონში“ გაუშვებს.
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, „აიაქსი“ გოეშთან თანამშრომლობისთვის მზად არის და ამასთანვე გასათვალისწინებელია ერთი პუნქტი, რის მიხედვითაც, „აიაქსში“ იჯარით წასვლის შემთხვევაში „ბლანკოსი“ როდრიგოს 1 წლის შემდეგ გამოსყიდვის უფლებით ვერ იქნება უზრუნველყოფილი და მოთამაშე მადრიდულ გიგანტს 2022 წლის ზაფხულში დაუბრუნდება.
- 27 მარტი 2020
- 1 295
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.