კამავინგა თუ ჩერკი? ზიდანს ორივე სურს
ზინედინ ზიდანი ორი ფრანგი ტალანტის დამატებას ლამობს.
ედუარდო კამავინგა დიდი ხანია „რეალის“ რადარზეა და დიდი ალბათობით ტრანსფერი ზაფხულში შედგება, თუმცა ამასთან ერთად ზინედინ ზიდანის სიმპატიას რაიან ჩერკიც წარმოადენს, რომელსაც ასევე უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
ფრანგი სპეციალისტი ფლორენტინო პერესს რეკომენდაციით მიმართავს, რათა ორივე ხსენებული ფიგურა მადრიდელი გახდეს.
გეგმის მიხედვით, როგორც კამავინგა, ასევე ჩერკი „მერენგებში“ გადასვლის შემდეგ სხვა კლუბს იჯარის წესით მიაშურებენ, რათა მეტი გამოცდილება მიიღონ და „რეალს“ კიდევ უფრო ძლეირები დაუბრუნდნენ.
ზიდანის აზრით დრო არ უნდა დაიკარგოს, ვინაიდან ამ ფეხბურთელების ფასები გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება და თუნდაც მომავალ წელს „ბლანკოსი“ მათ დაბალ ფასში შეძენას ვეღარ მოახერხებს.
- 26 მარტი 2020
- 1 497
- 7