აზარი:„მეორე სეზონში სულ სხვა ფორმაში მიხილავთ“
ედენ აზარმა მიმდინარე სეზონი შეაფასა და პირობაც დადო...
„ჩემი პირველი სეზონი მადრიდის „რეალში“ ძალიან ცუდად წარიმართა. გამუდმებულმა ტრავმებმა პრობლემები შემიქმნა და ადაპტაცია დროულად ვერ გავიარე. ახლა მადრიდში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ველოდები პანდემიის შეჩერებას, რათა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდე. ოპერაციის შემდეგ ყველაფერი კარგად მიმდინარეობს, დასრულდა ნაკრების ამოღების პროცესიც და გარკვეული ვარჯიშები დავიწყე.“
„პირობას ვდებ, რომ მეორე სეზონი სულ სხვაგვარი იქნება და „ბლანკოსთან“ ერთად ბევრ ტიტულს მოვიგებ. კლუბთან კიდევ 4 წლიანი კონტრაქტი მაკავშირებს და ეს საკმარისი დროა წარმატების მისაღწევად და თავის წარმოსაჩენად.“
„ყველას ძალიან ეწყინა ევროპის ჩემპიონატის 1 წლით გადაწევა, მაგრამ მთავარია პრიორიტეტები სწორად იქნას განსაზღვრული. მთავარი ჯანმრთელობაა, აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება მართებულია. გულშემატკვირები 1 წელიწადში დიდებულ სანახაობას იხილავენ.“
- 26 მარტი 2020
- 5 151
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.