ცვლილებები მადრიდის „რეალში“

ზაფხულში სამეფო კლუბში სერიოზული ცვლილებები იგეგმება. რამდენიმე დეტალი თვალსაჩინოა და ალბათ ახლაც შეიძლება მსჯელობა, თუმცა ნახსენები ფეხბურთელების გარდა „მერენგებში“ სხვა მოთამაშეებიც მოყვანაც და გაშვებაც იგეგმება...

ლუკა მოდრიჩი - ფეხბურთელი, რომელზეც ბევრი ჭორი გავრცელდა. ჯერ კიდევ 2 წლის წინ ხორვატ ფეხბურთელს „ინტერს“ უკავშირებდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ფლორენტინო პერესმა მისი დაყოლიება შეძლო და გუნდში დატოვა. დღეს ლუკიტას წასვლის საკითხი კვლავ აქტუალურია, ვინაიდან მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებიან. გამომდინარე ასაკიდან, მისი წასვლა საკმაოდ რეალურია.

მარტინ ოდეგორი - ლუკას წასვლის შემთხვევაში ნორვეგიელი ფეხბურთელის დაბრუნება ფაქტობრივად გარდაუვალი იქნება. ახალგაზრდა ნახევარმცველი „სოსიედადში“ ბრწყინვალე სეზონს ატარებს და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ „ბლანკოსის“ სტანდარტების დაკმაყოფილება შეუძლია. ზიდანი მის დაბრუნებაზე სერიოზულად ფიქრობს.

დანი სებალიოსი - ესპანელ ფეხბურთელს ზიდანი არასდროს სწყალობდა და დიდი ალბათობით ასეც გაგრძელდება. დანიმ „არსენალში“ სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ ტრავმის შემდეგ ნორმალურად დაბრუნება ვერ შეძლო და დიდი ალბათობით მას „ბლანკოსი“ საერთოდ გაყიდის. ფაქტია, რომ სებალიოსსა და ზიზუს შორის ურთიერთობები ვერ დათბა.

ლუკა იოვიჩი - ზარზეიმით მოყვანილმა ფორვარდმა ვერაფრით მოიგო სამეფო კლუბის ქომაგების გული. იმაზე არავინ დაობს, რომ სერბს მომატება შეუძლია, თუმცა მიმდინარე სეზონში იოვიჩმა აბსოლუტურად ვერაფერი შეძლო და მას აბარგებას უწინასწარმეტყველებენ. ფაქტი ისაა, რომ ფლორენტინო პერესი ახალ ფორვარდს ეძებს და ერლინგ ჰოლანდზე აქვს თვალი დადგმული.

ალფონს არეოლა თუ ანდრეი ლუნინი? - ზიზუმ არჩევანი უნდა გააკეთოს. არეოლას ზაფხულში პარიზში დაბრუნება უწევს, თუმცა სამწვრთნელი შტაბი მისი გარჯით კმაყოფილია და არ არის გამორიცხული მოთამაშე გამოისყიდოს. ამ შემთხვევაში უკრაინელი ლუნინის საკითხი ფაქტობრივად გადაწყდება და ის სხვა კლუბში გაიყიდება.

დონი ვა დე ბეეკი - ჰოლანდიელ ფეხბურთელთან შეთანხმება არსებობს, თუმცა ის მოცდას აპირებს. თუ ზიდანი სიტუაციას გაწელავს, დონის სხვა კლუბის ძიებას დაიწყებს, ვინაიდან მისით არაერთი ტოპ კლუბი ინტერესდება. ვან დე ბეეკმა „ბლანკოსს“ პირობა მისცა და 2020 წლის ზაფხულამდე არსად გადავიდოდა, ახლა კი ფლორენტინო პერესის მხრიდან საპასუხო ნაბიჯებს ელის.

აშრაფ ჰაკიმი - მაროკოელმა ფეხბურთელმა ბუნდესლიგაში თამაშით ყველა მოლოდინს გადააჭარბა და ბუნებრივია, ფლორენტინო პერესმა მისი დაბრუნება გადაწყვიტა. 99,9%-ით განაპირა მცველი „მერენგების“ რიგებს რამდენიმე თვეში დაუბრუნდება და ძირითადი შემადგენლობისთვის გამოაცხადებს ბრძოლას. BVB-ს მისი შენარჩუნება სურს, თუმცა მისი ეფექტური თამაშიდან გამომდინარე, ეჭვი არავის ეპარება, რომ „რეალი“ აშრაფს დაიბრუნებს.

  • Hala
  • 26 მარტი 2020
  • 2 026
  • 2

1

26 მარტი 2020 10:59

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 302
მოდრიჩი უნდა დარჩეს

ვან დე ბეეკი უნდა მოვიდეს

ოდეგორი კიდევ ერთი წლით სოსიედადში

აშრაფის მოსვლა აუცილებელია

არეოლა თუ ლუნინი? რა თქმა უნდა ლუნინი, მაგრამ ზიზუ ფრანგს აირჩევს

სებალიოსს რეალში აღარაფერი ესაქმება

იოვჩი კაი ბიჭია მაგრამ თუ ჰოლანდი დავიმატეთ უნდა წავიდეს

2

26 მარტი 2020 12:52

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
თავდასხმას უნდა მივხედოთ, თავდასხმას! ვან დე ბეეკს რაც შეეხება, ეგ შეცვლის მოდრიჩს და აშრაფიც საჭიროა, სხვა არავინ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)