„რეალი“ „ჩელსის“ კანტეს სანაცვლოდ იოვიჩს და 30 მილიონს სთავაზობს
მიმდინარე სეზონში ლუკა იოვიჩის საქმეები იმდენად ცუდად მიდის, რომ მადრიდის „რეალი“ ახალ ფორვარდს ეძებს და თავად ფეხბურთელს აბარგებას უწინასწარმეტყველებენ...
ზინედინ ზიდანს ნ'გოლო კანტე არ ავიწყდება და მზად არის, სერბი ფორვარდი მის სანაცვლოდ დათმოს.
მადრიდის „რეალი“ „ჩელსისთვის“ წინადადებას ამზადებს, რომლის მიხედვითაც, კანტე მადრიდელი გახდება, სანაცვლოდ კი „არისტოკრატები“ იოვიჩს და 30 მილიონ ევროს მიიღებენ.
სამეფო კლუბის სრული ძალისხმევა ერლინგ ჰოლანდისკენ არის მიმართული, აქედან გამომდინარე, გუნდი იოვიჩის წასვლით არ დაზარალდება, კანტეს სახით კი ნახევარდაცვაში ძალიან ძლიერ ფეხბურთელს მიიღებს.
Defensacentral-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებები სულ მალე დაიწყება და არ არის გამორიცხული წარმატებითაც დასრულდეს.
- 25 მარტი 2020
- 1 137
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.