ფაბრეგასი:„ალონსო „რეალში“ გადასვლამდე „არსენალში“ მოდიოდა“
სესკ ფაბრეგასმ 2008 წელს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
„ჩემსა და ალონსოს შორის ინტენსიური კომუნიკაცია იყო. ლონდონის „არსენალს“ ესპანელი ფეხბურთელის შეძენა მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი და მოლაპარაკებებისთვის კარი არც „ლივერპულს“ დაუკეტავს. „მერსისაიდელები“ ხვდებოდნენ, რომ ალონსოს ახალი გამოწვევა სჭირდებოდა, აქედან გამომდინარე, მის წინააღმდეგ არ წასულან.“
„ჩვენ ახლოს ვიყავით მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებასთან. ალონსოს „მეთოფეთა“ რიგებში გადმოსვლა გუნდის ძალიან დიდ გაძლიერებას ნიშნავდა, მაგრამ საბოლოოდ საქმეში მადრიდის „რეალი“ ჩაერთო და ჩაბიმაც მადრიდში გადასვლა არჩია.“
„სიმართლეს გეტყვით, ეს ჩემთვის დიდი დარტყმა იყო, რამაც საბოლოო ჯამში ბევრი რამ შემაცვლევინა.“
- 25 მარტი 2020
- 913
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.