ვან დე ბეეკი ზიდანს ელოდება
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, დონი ვან დე ბეეკი ზინედინ ზიდანს ელოდება...
ჰოლანდიელ ფეხბურთელს ამსტერდამის „აიაქსის“ ზაფხულში დატოვება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და ზინედინ ზიდანს სწორედ ამიტომ ელოდება. შარშან ფრანგმა სპეციალისტმა ნახევარმცველის „ბლანკოსში“ ტრანსფერი დროებით შეაჩერა, ვინაიდან პოლ პოგბაზე აკეთებდა აქცენტს, მაგრამ საბოლოო ჯამში მსოფლიო ჩემპიონი „იუნაიტედში“ დარჩა.
ვან დე ბეეკს „რეალის“ გარდა ბევრი კლუბისგან აქვს შეთავაზება. თუკი ზიზუ ტრანსფერს კვლავ გადადებს, ჰოლანდიელი ფეხბურთელი „რეალთან“ ზეპირსიტყვიერად არსებულ შეთანხმებას ძალაში აღარ დატოვებს და სხვა კლუბების შემოთავაზებებს განიხილავს.
შარშან „რეალის“ გარდა დონის დამატებაზე პრეტენზიას „ბაიერნი“, „იუვენტუსი“ „სიტი“ და „არსენალი“ აცხადებდნენ.
ახლა ყველაფერი ზიდანზე იქნება დამოკიდებული. ვან დე ბეეკი პასუხს ითხოვს, რომელიც მან უმოკლეს დროში უნდა მიიღოს, ვინაიდან უარის შემთხვევაში, სხვა კლუბების შეთავაზებების განხილვა მოახერხოს.
- 25 მარტი 2020
- 1 068
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.