Bild - ალაბა არჩევანს „სიტისა“ და „რეალს“ შორის გააკეთებს
დავიდ ალაბა არჩევანის გაკეთებას „სიტისა“ და მადრიდის „რეალს“ შორის აპირებს...
ის, რომ მარცხენა მცველი „ბაიერნის“ რიგებს ზაფხულში დატოვებს გადაწყვეტილია. ფეხბურთელი ახალი გამოწვევის მისაღებად მზად არის, მის მიმართ ინტერესს კი „რეალი“ და „სიტი“ იჩენენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ხოსეპ გუარდიოლა ალაბას კარგად იცნობს და მისი მწვრთნელიც იყო, თუმცა „სიტი“ მომდევნო სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს, რაც დავიდის შემაფერხებელი ფაქტორია.
Bild-ის ინფორმაციით, ალაბას „რეალის“ ვარიანტი ყველაზე მეტად ხიბლავს და იმ კონკურენციისთვისაც მზად არის, რომელიც მერენგების“ რიგებში არსებობს.
- 25 მარტი 2020
- 861
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.