ოდეგორის ხელფასი „რეალში“ 4 მილიონი ევრო იქნება
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, მარტინ ოდეგორის წარმომადგენლებსა და მადრიდის „რეალს“ შორის კომუნიკაცია შედგა. მხარეებმა ახალი კონტრაქტის დეტალები განიხილეს...
სამეფო კლუბი ნორვეგიელ ახალგაზრდას ხელფასს 4 მილიონ ევრომდე გაუზრდის, კონტრაქტის ხანგრძლივობა კი 6 წლიანი იქნება.
სამეფო კლუბში თვლიან, რომ მარტინმა უკვე მიიღო შესაბამისი გამოცდილება და მაღალი მწვერვალების დასაპყრობად მზად არის. ამ ეტაპზე ოდეგორის ანგარიშზე 7 გატანილი გოლე და 8 „ასისტი“ ირიცხება. გარდა ამისა უნდა აღინიშნოს, რომ ის ძალიან ეფექტურად გამოდის „სოსიედადის“ რიგებში და ნებისმიერი რანგის კლუბთან ახდენს საკუთარი ძალების დემონსტრირებას, რაც ზინედინ ზიდანს ძალიან მოსწონს.
- 24 მარტი 2020
- 1 548
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.