„რეალმა“ თვალი რაიან ჩერკის დაადგა
ზინედინ ზიდანის კიდევ ერთი ინტერესი 2003 წელს დაბადებული ფეხბურთელია...
რაიან ჩერკი ამომავალ ვარსკვლავად ითვლება და მასზე საფრანგეთში დიდ იმედებს ამყარებენ. ამ ეტაპზე რაიანი „ლიონს“ ეკუთვნის.
ჩერკი, რომელიც აგვისტოში 17 წლის ხდება ახალგაზრდულ გუნდებში ყველასგან გამორჩეულია, მისი სიმაღლე ჯერ-ჯერობით 176 სანტიმეტრია, თუმცა ზრდა კიდევ მიმდინარეობს.
ახალგაზრდა ამომავალი ვარსკვლავი თავდამსხმელია და „რეალში“ გადასვლის შემთხვევაში „კასტილიას“ ღირსებას დაიცავს, ის შეუერთდება რეინიერ ჟესუსს, რომელსაც „კასტილიაში“ დებიუტი უკვე ჰქონდა და საკმაოდ დამჯერებლადაც იასპარეზა.
„ბლანკოსი“ აგრძელებს ახალგაზრდა ფეხბურთელების მოძიების პოლიტიკას და თვლის, რომ წარმატების გასაღები სწორედ ამაში იმალება.
- 24 მარტი 2020
- 1 224
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.