მარსელოს წასვლის შემთხვევაში ზიდანს არჩევანის გაკეთება მოუწევს
იმ შემთხვევაში, თუ მარსელო ვიეირა მომდევნო ზაფხულს „ბლანკოსის“ რიგებს დატოვებს, სამეფო კლუბში მარცხენა მცველის მოყვანის აუცილებლობა დადგება...
ამ შემთხვევაში, ზიზუს არჩევანის გაკეთება სერხიო რეგილონსა და დავიდ ალაბას შორის მოუწევს. რეგილონი „სევილიას“ ღირსებას იცავს და ანდალუსიაში დარჩენა 2021 წლამდე შეუძლია, ალაბასთან დაკავშირებით კი ვითარება განსხვავებულია.
ავსტრიელმა განაპირა მცველმა „ბაიერნს“ ახალ კონტრაქტზე უარი უთხრა და კლუბი იძულებული გახადა ის ტრანსფერზე დააყენოს, ვინაიდან 1 წელიწადში კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს.
მიუხედავად იმისა, რომ ალბა 27 წლის არის და 28 წლის 24 ივნისს ხდება, არნახულ გამოცდილებას ფლობს, მან უმნიშვნელოვანეს დაპირისპირებებში შეძლო მონაწილეობის მიღება და თავის წარმოჩენა, ის არის ერთ-ერთი საუკეთესო განაპირა მცველი, რომელსაც წინა ხაზშიც ძალუძს თამაში და უნივერსალურ ფეხბურთელად ითვლება.
თავის მხრივ, რეგილონი ალაბაზე ბევრად პატარაა, თუმცა მას დავიდის გამოცდილების ნახევარიც არ აქვს.
არჩევანის გაკეთება ამ ორ ფეხბურთელს შორის საკმაოდ რთული იქნება, თუმცა იმის თქმა დანამდვილებით შეიძლება, რომ „რეალში“ მოხვედრის შემთხვევაში სასტარტო შემადგენლობაზე პრეტენზიას ორივე გამოაცხადებს.
- 24 მარტი 2020
- 1 556
- 6
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.