დავეხმაროთ ნიკას !

`ჩემი შვილი – ნიკა ახლა 12 წლისაა. სამი წლის წინ ავტოავარია შეგვემთხვა, რის შემდეგაც თავის ტვინის ტრავმა მიიღო, დაკარგა მხედველობა. ყველაფერი თავიდან დავიწყეთ: ლაპარაკი, ჭამა, სიარული...

სამი წლის წინ ყველაფერი სხვაგვარად იყო. ნიკა ფეხბურთს თამაშობდა "ლოკომოტივის” ასაკობრივ გუნდში. რომ არა, ის უბედური შემთხვევა, ის "ბარსელონას” აკადემიაში აღმოჩნდებოდა. ნიკას ოცნებაა მოედანზე დაბრუნება. მუხედავად იმისა, რომ მდგომარეობიდან გამოსული არ არის, სჯერა, რომ კვლავ შეძლებს მინდორზე დაბრუნებას და დიდი ფეხბურთის თამაშს.
ოჯახში მხოლოდ ჩემი მეუღლე მუშაობს. ნიკა ყოველდღე დაგვყავს ექიმთან იმ ამბის შემდეგ. ერთი პროცედურა ოცი ლარი ჯდება. ამას ერთვის სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯებიც. ვისაც შეგიძლიათ და სურვილი გაქვთ, გთხოვთ, დაგვეხმაროთ.
ნიკას სრული რეაბილიტაციისთვის რამდენიმე კურსი ჭირდება. ერთი ასეთი კურსი უკრაინაში 10 000 ლარი ღირს. ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს. იმედი მაქვს, რომ ნიკას ოცნებების ასრულებაში დაეხმარებით”...



ნიკას დედა - სოფიკო ბენდელიანი







თავის ტვინი, თავის ქალა, შიდა ორგანოები, დაკარგული მხედველობა... - ეს მცირე ჩამონათვალია, იმ დაზიანებებისა, რაც სამი წლის წინ 9 წლის ნიკა სიხარულიძემ მიიღო. მანამდე კი ყველაფერი სხვაგვარად იყო...
ის `ლოკომოტივის` ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა და ერთ-ერთ ყველაზე იმედის მომცემ ფეხბურთელად ითვლებოდა. რომ არა ის ავბედითი დღე - 13 მაისი. მაშინ შეიცვალა პატარა ფეხბურთელის ცხოვრება...



ნიკას მწვრთნელი, მიშა კობალაძე სამი წლის წინანდელ ამბებს იხსენებს.

"გუნდი რომ შეიკრიბა, იპოდრომზე ვვარჯიშობდით. ბავშვები დარბოდნენ, ხეებზე დაძვრებოდნენ, არ ისვენებდნენ. ნიკა გუნდის კაპიტანი იყო. ძალიან სერიოზულად უდგებოდა თავის საქმეს. დავუძახე, ნიკუშ, ბავშვები, რომ დარბიან და ცელქობენ, იქნებ მიხვიდე, შენ დაელაპარაკო-მეთქი. მეორე დღეს რომ მივედი, ერთ ხაზზე დამხვდნენ დამწკრივებული, ასე გრძელდებოდა შემდეგ სულ”.

სიხარულიძეების ოჯახი, გლდანში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ოჯახიდან მხოლოდ მამა მუშაობს. სამი წლის განმავლობაში, შვილი ექიმთან ყოველდღე დაყავთ და სპეციალურ თერაპიას გადის. ნიკას დედა, სოფიკო ამბობს, რომ ის შედეგი, რაც ახლა ბავშვს აქვს, უზარმაზარი შრომის ნაყოფია.

"ხელახლა ვასწავლით ყველაფერს. ორი თვე კომაში იყო. პირველი სიტყვა ავარიის შემდეგ შობას თქვა. ბავშვს ნათლავდა და სწორედ იმ დღეს ალაპარაკდა. მარცხენა მხარე სრულად პარალიზებული ჰქონდა, ახლა ნელ-ნელა უღდგება. მარჯვენას შედარებით კარგად ხმარობს. სიარული უჭირს, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. ახლაც, რომ დადის, ეს საოცრებაა. ამდენს რომ მივაღწევდით ესეც არ გვეგონა. მხედველობა ჯერ კიდევ არ აღდგენია. გვითხრეს, სიარულს რომ დაიწყებს, რეაბილიტაციის კურსის ჩატარებაა შესაძლებელიო. ახლა ეს უკვე შესაძლებელია, თუმცა ჩვენ არ გვაქვს საშუალება”.

ლაპარაკი – ეს პირობითია. პატარა ნიკა ცდილობს, რომ დამარცვლით წარმოთქვას სიტყვები. რასაკვირველია, საუბარი უჭირს, მაგრამ რომ ცდილობს ლაპარაკს, ეს უკვე დიდი პროგრესია. ხედავს ბუნდოვნად. უფრო სწორედ, არჩევს მხოლოდ გამოსახულებებს. შუბლის თხემი, მარჯვენა მხარეს არ აქვს. როგორც ექიმები ეუბნებიან, ასაკში, ჩამოყალიბების და ზრდის პროცესი რომ დასრულდება, თხემის აღდგენა შესაძლებელია, თუმცა ესეც დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული…

რამდენიმე წლის წინ ”ბარსელონამ” საქართველოში ტალანტების მოძიების პროგრამა წამოიწყო. ლოკომოტივის სტადიონზე სამი წლის წინ 80-მდე ბავშვი გასინჯეს.
როგორც მიშა კობალაძე იხსენებს, თამაშის ბოლოს ნიკამ დიდი მოწონება დაიმსახურა.

"ის თამაში ჩვენმა გუნდმა 4:0 მოიგო. ერთმა ფეხბურთელმა შეაგდო ოთხივე გოლი. თამაშის ბოლოს, მოვიდა ესპანელი ჩემთან და მეუბნება, რომ ერთი ფეხბურთელი ძალიან მოეწონა, ვიფიქრე იმ ბავშვზე მითხრა, ვინც ეს გოლები გაიტანა, მაგრამ მასზე არ უთქვამს, ნიკაზე მანიშნა, ამან ორი თავდამსხმელი გამიჩერა, ძალიან მაგარი ბავშვიაო. რამდენიმე შეარჩიეს და ეტაპობრივად, ბარსელონაში წაიყვანდნენ. რომ არა, ეს შემთხვევა, დღეს ნიკა "ბარსელონაში” იქნებოდა”.
8 წლის ნიკა, "ამერში” თავის თანატოლებზე ორი წლით უფროს გუნდში თამაშობდა. "ლოკომოტივში” გადასვლის შემდეგ, ველოტრეკზე დავით ჩხეიძის სახელობის ტურნირიც მოიგეს. სწორედ იმ მოგების შემდეგ გადაწყვიტეს ბავშვების მშობლებმა ჯვრის მონასტერზე ასვლა. როგორც ჩანს, იქ ერთ-ერთ მშობელს ზედმეტის დალევა მოუვიდა. ნიკა ამ მანქანაში აღმოჩნდა. ერთ-ერთი მშობელის წინ იჯდა მუხლებზე. ავტოავარიის დროს, საქარე მინამ ყველაზე მეტად ის დააზარალა. სიკვდილს ძლივს გამოსტაცეს ხელიდან. შემდეგ კი ყველაზე რთული პერიოდი იყო. "ლოკომოტივი” რამდენჯერმე დაეხმარა ნიკას ოჯახს და საავადმყოფოშიც მიუტანეს თანხა, მაგრამ ეს საკმარისი არც მაშინ იყო. ახლა კი, პატარა ნიკას ყველაზე მეტად ესაჭიროება თქვენი დახმარება.


მათ, ვისაც ერთი ლარითაც კი შეუძლია ამ ოჯახის და პატარა ბავშვის დახმარება, ყველას გთხოვთ, შეეწიოთ და დაეხმაროთ ნიკას, რომ მანაც შეძლოს, დიდი ფებურთის თამაში თუ არა, ნორმალურად ცხოვრება მაინც...



ნიკას ანგარიშის რეკვიზიტებია:

დღეს გაიხსნა TBC ბანკში ნიკას დახმარების საბანკო ანგარიში.

საბანკო კოდი (მფო) - 220101819
მიმღების დასახელება - გელა სიხარულიძე
ანგარიშოწორების ანგარიში - GE40 TB79 5843 6010 1000 01\GEL

ევროსა და დოლარის გადმორიცხვა შესაძლებელია:
Gela Sikharulidze – Ge84 TB79 6110 1000 01

ვისაც კი გაქვთ შესაძლებლობა, რომ ერთი ლარითაც კი შეეწიოთ პატარა ნიკას, გთხოვთ, ნუ დაიშურებთ და გაიღეთ, რათა მისი რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა შეგროვდეს.

ნიკას ოჯახის საკონტაქტო ტელეფონებია: 58 35 16; 895 41 17 29

  • CampO
  • 12 მაი 2010
  • 5 797
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)