ზიდანმა ახალი დირექტივები გასცა
ზინედინ ზიდანმა ახალი დირექტივები გასცა. სამეფო კლუბის მთავარ მწვრთნელს აღარ აკმაყოფილებს ვარჯიშის ის სტილი, რომლითაც გუნდი ახლა ემზადება...
ამ ეტაპზე ფეხბურთელები მხოლოდ ფიზიკური ვარჯიშით კავდებიან, რაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სეზონის განახლების შემდეგ ისინი ოპტიმალურ კონდიციაში იყვნენ.
ზიზუ საგონებელშია ჩავარდნილი და სამწვრთნელო შტაბთან ერთად ახალ დირექტივებს გასცემს, რომლებიც ფეხბურთელებმა უნდა შეასრულონ.
არ არის გამორიცხული, სესიები ვიდეო კამერების საშუალებით გაიმართოს და მთავარმა მწვრთნელმა დირექტივები პირდაპირ ეთერში გასცეს.
ამასთანავე ძალაში დარჩება ის ინდივიდუალური პროგრამები, რომლებიც გარკვეულ ფეხბურთელებს ფიზ.მომზადების მწვრთნელისგან აქვთ.
- 23 მარტი 2020
- 1 527
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.