კეინის ტრანსფერზე ინტესიური მუშაობა იწყება
ჰარი კეინთან დაკავშირებით სიახლეა. ინგლისის ნაკრების ფორვარდის მიმართ ფლორენტინო პერესისგან ინტერესი არსებობს.
თავად მოთამაშის მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ ზაფხულში „ტოტენჰემი“ დატოვოს. სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით ადევნებს თვალს და ტრანსფერზე ინტენსიურ მუშაობას იწყებს.
გამომდინარე იქედან, რომ კეინის მიმართ ინტერესი არაერთ მსოფლიო გრანდს აქვს, პირველ ეტაპზე ეფექტური ნაბიჯებია გადასადგმელი და „მერენგების“ მენეჯმენტს სერიოზული მუშაობა მოუწევს.
დიდი ალბათობით, კეინის ფასი საკმაოდ მაღალი იქნება და აქ მთავარი განმსაზღვრელი კომპონენტი სწორედ ფასზე მოლაპარაკება იქნება.
- 23 მარტი 2020
- 1 029
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.