დავიდ ალაბა „რეალში“?
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, დავიდ ალაბამ შესაძლოა „რეალში“ ამოყოს თავი...
ავსტრიელ ფეხბურთელს „რეკორდმაისტერთან“ კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისს ეწურება. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დავიდს „ბაიერნმა“ ახალი ხელშეკრულება შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.
ავსტრიელ განაპირა მცველს ახალი გამოწვევის მიღება სურს. გამომდინარე იქედან, რომ 1 წელიწადში ალაბა თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს, „ბაიერნი“ იძულებული ხდება ის ამ წელსვე გაყიდოს.
ალაბას მიმართ ინტერესი უკვე დაადასტურა ზინედინ ზიდანმა, რომელსაც ამ ფეხბურთელის დამატება 2017 წლის ზაფხულშიც სურდა.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
- 23 მარტი 2020
- 1 426
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.