„რეალმა“ სერხიო რამოსის შემცვლელი დაასახელა
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, მადრიდის „რეალმა“ სერხიო რამოსის შემცვლელი დაასახელა...
85 მილიონი ევრო - ეს არის თანხა, რომელსაც „ბლანკოსი“ მილან შკრინიარის ტრანსფერს მოახმარს.
„ბლანკოსი“ ითვალისწინებს, რომ რამოსი ადრე თუ გვიან სასურველ კონდიციაში აღარ იქნება და მას სრულფასოვანი შემცვლელი სჭირდება, რომელიც რაფაელ ვარანთან ბრწყინვალე დუეტს შექმნის.
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, ზაფხულში მილან შკრინიარი „ინტერს“ დატოვებს და მადრიდელი გახდება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, უკანახაზელი „ბლანკოსისგან“ 6 წლიან საკონტრაქტო შეთავაზებას მიიღებს.
- 22 მარტი 2020
- 8 182
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.