ლეროი სანე „სიტისთან“ კონტრაქტს არ ახანგრძლივებს
ლეროი სანეს „სიტისთან“ კონტარქტი 2021 წლის 30 ივნისს ეწურება. გერმანელი წინახაზელი მანჩესტერულ კლუბთან კონტრაქტს აღარ ახანგრძლივებს...
ამ ყველაფრის ფონზე ლეროის ფასი მნიშვნელოვნად მცირდება.
თუნდაც გასულ ზაფხულში „ბაიერნი“ ლეროის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს იხდიდა, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად მისი ფასი უფრო მცირდება, ვინაიდან „სიტისთან“ კონტრაქტის დროც იწურება.
გუარდიოლას ხელმძღვანელობა ვალდებული იქნება, ლეროი ზაფხულში გაყიდოს, სხვა შემთხვევაში ის თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს და გუნდს უფასოდ დატოვებს.
ამ ყველაფერს აკვირდება ფლორენტინო პერესიც, რომელიც სანეს შეძენით 2018 წელს ინტერესდებოდა, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა. არ არის გამორიცხული, „რეალმა“ მოლაპარაკებები განაახლოს და სანეს შეძენა დაახლოებით 55 მილიონ ევროდ მოახერხოს, რაც მისი კალიბრის ფეხბურთელისთვის ნამდვილად საოცარი ფასი იქნება.
- 22 მარტი 2020
- 1 276
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.