შედეგებს მნიშვნელობა არ აქვს, ზიდანი რჩება!
ზინედინ ზიდანთან დაკავშირებით „რეალის“ ხელმძღვანელობას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.
მიმდინარე სეზონის ბოლოს ნაჩვენები შედეგების მიუხედავად, ფლორენტინო პერესი ზინედინ ზიდანს გუნდში მინიმუმ 1 წლით დატოვებს.
ყურადღება არ მიექცევა, არც „სიტისთან“ ნაჩვენებ შედეგს, რაც ჩემპიონთა ლიგის მომავალს განსაზღვრავს და არც ლა ლიგის შედეგებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ესპანეთის შიდა პირველობაზე „ბლანკოსს“ კარგი შანსი აქვს.
პერესს სჯერა ზიდანის და დარწმუნებულია, რომ ზაფხულში თავდასხმის სერიოზულად გაძლიერების შემთხვევაში, ფრანგ ლეგენდას ბრწყინვალე შედეგები ექნება.
- 20 მარტი 2020
- 4 051
- 9