„რეალი“ ლუკას ვასკესს კონტრაქტს 2024 წლამდე გაუხანგრძლივებს
გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის „რეალსა“ და ლუკას ვასკესს შორის მოლაპარაკებები წარმატებით სრულდება...
„ბლანკოსს“ სურს, რომ 28 წლის ფეხბურთელთან ხელშეკრულება 2024 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივოს. მიმდინარე კონტრაქტი მოთამაშეს 2021 წელს ეწურება.
ანაზღაურების მხრივ არაფერი შეიცვლება, თუმცა კონტრაქტში ერთ საინტერესო პუნქტს გადავაწყდებით, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მხარეებს გარკვეული ვალდებულებების შესრულება არ მოუწევთ, ანუ თუ ვასკესი სხვა კლუბში გადასვლას მოინდომებს და „რეალს“ ამ საკითხთან დაკავშირებით პრეტენზია არ ექნება, ხელშეკრულება ავტომატურად ანულირდება და „ბლანკოსი“ თანხას მხოლოდ მსურველი კლუბისგან მიიღებს.
დაუდასტურებელი ინფორმაციის მიხედვით, ახალ კონტრაქტს მხარეები ხელის ივნისში ან ივლისში მოაწერენ.
- 19 მარტი 2020
- 2 241
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.