„რეალი“ აშრაფს 6 წლიან კონტრაქტს შესთავაზება
ზინედინ ზიდანი უკან დახევას არ აპირებს. აშრაფ ჰაკიმი „რეალის“ საკუთრებაა და მისი იჯარით გაშვება აღარ იგეგმება...
მაროკოელი ფეხბურთელი ზაფხულში ესპანეთის დედაქალაქში დაბრუნდება და ზიზუს გუნდთან ერთად პრე-სეზონს დაიწყებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი ახალგაზრდა განაპირა მცველს 6 წლიან კონტრაქტს გაუფორმებს და გაუმჯობესდება მისი სახელფასო შემოსავალიც.
უნდა აღინიშნოს, რომ აშრაფმა ბუნდესლიგაში არნახული პროგრესი აჩვენა. ამ წუთის მონაცემებით, ჰაკიმიმ მოედანზე 5 249 წუთი დაჰყო, მის ანგარიშზე 10 გოლი და 17 საგოლე გადაცემაა, რაც თავისთავად უდიდესი შედეგია.
გამოცემა „ას“ იუწყება, რომ ჰაკიმი გარანტიებს ითხოვს და სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მის გეგმებში არ შედის. როგორც სჩანს, ზიდანი მაროკოელზე გათვლას აკეთებს და მას ხშირად გამოუშვებს მოედანზე. დიდი ალბათობით, აშრაფი და კარვახალი დიდ კონკურენციას გაუწევენ ერთმანეთს, ალვარო ოდრიოზოლა კი „ბაიერნიდან“ დაბრუნების შემდეგ სხვა კლუბში გაიყიდება.
- 19 მარტი 2020
- 1 213
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.