ზიდანი ახალ ტაქტიკას ამუშავებს
ზინედინ ზიდანს ახლა ბევრი დრო აქვს იმისათვის, რომ იფიქროს და მოიძიოს გზები, რომლითაც მანჩესტერ „სიტისთან“ გამარჯვება და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლა იქნება შესაძლებელი...
მადრიდელებმა საშინაო არენაზე 1-2 წააგეს და გუარდიოლას გუნდს დიდი შანსი მისცეს. მართალია წინ 90 წუთი გველის, თუმცა „ბლანკოსს“ გასვლით დაპირისპირებაში სოლიდური გამარჯვება სჭირდება.
ზიდანი ფიქრობს და ახალ ტაქტიკას ამუშავებს, რომელიც გუნდმა პრემიერლიგის მეორეადგილოსანთან უნდა გამოიყენოს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, მოასწრებს თუ არა „სიტისთან“ მატჩამდე გამოჯანმრთელებას მარკო ასენსიო, ედენ აზართან დაკავშირებით კი საიმედო ნამდვილად არაფერია. ბელგიელი ფეხბურთელი მოედანზე გასვლას 3 თვე ვერ შეძლებს და გუნდს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეხმარება, თუ ლა ლიგის მატჩები ივნისში შედგება.
- 19 მარტი 2020
- 2 164
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.