ყველაზე მოულოდნელი ამბავი - გარეთ ბეილი!
ესპანური გამოცემები გარეთ ბეილთან დაკავშირებით მოულოდნელ ინფორმაციებს ავრცელებენ...
სამეფო კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, „ბლანკოსი“ გარეთს უფასოდ გაუშვებს.
ბეილის წასვლასთან დაკავშირებით ფლორენტინო პერესის სურვილი იმდენად დიდია, რომ მმართველი თანხის მიღებასაც აღარ გეგმავს.
გარეთის უფასოდ წასვლის შემთხვევაში, „რეალის“ სარებელი 34 მილიონი ევრო მაინც იქნება, ვინაიდან ეს არის თანხა, რომელიც მსურველმა კლუბმა უელსელ ფეხბურთელს ხელფასის სახით უნდა გადაუხადოს. სწორედ ამ თანხის გადახდის ვალდებულება აქვთ მადრიდელებს მომდევნო 2 წლის განმავლობაში.
- 19 მარტი 2020
- 4 268
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.