ფლორენტინო პერესი:„საგანგებოდ მოგმართავთ ყველას“
ფლორენტინო პერესმა მიმართვა გაავრცელა...
„პირველ რიგში მოგმართავთ თხოვნით, ზუსტად გაითავისოთ ის საფრთხე, რაც მსოფლიოში არსებობს და ყველაფერი გააკეთოთ პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად.“
„ასევე მსურს, მადრიდის „რეალის“ ყველა ქომაგს, რომელიც ახლა განსაცდელშია სოლიდარობა გამოვუცხადო და გამოჯანმრთელება ვუსურვო ამ რთულ ეტაპზე.“
„ჩვენ 100%-ით ვასრულებთ ჯანდაცვის ორგანოების ყველა რეკომენდაციას. მადრიდის „რეალი“ მკაცრად იცავს ყველა იმ წესს, რომელიც ვირუსის გავრცელებას უშლის ხელს. ჩვენ მივიღეთ ყველა ზომა, რაც საჭირო იყო.“
„როგორც საფეხბურთო, ასევე საკალათბურთო გუნდმა შეწყვიტა ვარჯიშები და თამაშები. დახურულია ჩვენი სამწვრთნელო ბაზა და მუზეუმი.“
„„რეალი“ 118 წლიანი ისტორია გვეუბნება, რომ ერთიანობა ყოველთვის ამარცხებს პრობლემებს, ახლაც ასე იქნება.“
„უპირველესყოფნისა უნდა დავრჩეთ შანსი, გავითავისოთ ხელისუფლების რეკომენდაციები და ყველაფერი გავაკეთოთ ვირუსის დასამარცხებლად.“
„ჩვენ ყველა ერთად გადავლახავთ ამ უზარმაზარ გამოწვევას. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს თქვენ და თქვენს ოჯახებს. გაუფრთხილდით საკუთარ თავს და იმედი მაქვს, ჩვენ უმოკლეს დროში შევხვდებით ნორმალურ პირობებში.
პატივისცემით, ფლორენტინო პერესი!
- 18 მარტი 2020
- 2 543
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.