ზიდანის დილემა - ჰაკიმი სათადარიგოთა სკამზე დაჯდომას არ აპირებს!
აშრაფ ჰაკიმი მზად არის, ზაფხულში „რეალის“ რიგებს დაუბრუნდეს, მაგრამ მაროკოელ ფეხბურთელს გარკვეული მოთხოვნები აქვს.
ახალგაზრდა განაპირა მცველი ზინედინ ზიდანისგან გეგმის წარდგენას მოითხოვს, ვინაიდან მას სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არ სურს.
დანიელ კარვახალს ამ ეტაპზე შემცვლელი არ ჰყავს, თუმცა ალვარო ოდრიოზოლა ივლისში „ბაიერნიდან“ დაბრუნდება. რაც შეეხება მარცხენა ფლანგს, აქ მარსელოსა და მენდის შორის დიდი კონკურენციაა, ასევე არ უნდა დავივიწყოთ სერხიო რეგილონი, რომელიც „სევილიაში“ განათხოვრებული და „ბლანკოსი“ მის დათმობას არ აპირებს.
საერთო ჯამში გამოდის, რომ „ბლანკოსი“ აშრაფს მაინც მარჯვენა ფლანგზე მოიაზრებს. ერთი სცენარის შემთხვევაში, გუნდს ოდრიოზოლა დატოვებს და მარჯვენა ფლანგის ჩასაბარებლად კარვახალი და ჰაკიმი იბრძოლებენ, მაგრამ რამდენად შეძლებს მაროკოელი ფეხბურთელი, გამოცდილი კარვახალის შემადგენლობიდან „ამოგდებას“ არავინ იცის.
ახლა ზიდანმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ვინაიდან ჰაკიმი ღიად აცხადებს, რომ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მისი კარიერისთვის დამანგრეველი იქნება.
- 18 მარტი 2020
- 1 451
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.