გარეთ ბეილი - „რეალის“ მთავარი პრობლემა!
გარეთ ბეილი „რეალის“ მთავარი პრობლემაა და ამაზე ყველა თანხმდება...
უელსელ ფეხბურთელს „რეალთან“ ჯერ კიდევ მოქმედი კონტრაქტი აქვს, რომელსაც ვადა 2022 წელს ეწურება, მისი ხელფასი კი მართლაც თვალშისაცემია, ყოველწლიურად ბეილი 17 მილიონ ევროს იღებს.
სამეფო კლუბის მის გაშვებაზე სერიოზულად ზრუნავს, ვინაიდან უკვე 2 წელია, ბეილი გუნდში ფაქტობრივად ტყუილად არის. გუნდმა 34 მილიონი არაფერში გადაიხადა.
ბეილის მოთხოვნები დიდია. გუნდები, რომლებიც მისით ინტერესდებიან, ხელფასის სახით 8-9 მილიონ ევროს იხდიან, ბეილი კი განახევრებულ ხელფასს არ თანხმდება.
ზაფხულში ფლორენტინო პერესი ყველაფერს გააკეთებს გარეთის გასაშვებად, მაგრამ დასანანი ის არის, „რეალი“ იძულებული ხდება გარეთი თუნდაც 40 მილიონ ევროდ გაუშვას.
- 18 მარტი 2020
- 1 116
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.