„რეალი“ ჟეიდონ სანჩოსა და „დორტმუნდის“ შეუთანხმებლობას ელოდება
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, მადრიდის „რეალი“ ყურადღებით აკვირდება ჟეიდონ სანჩოსა და დორტმუნდის „ბორუსიას“ მოლაპარაკებებს, რომელსაც დასასრული აღარ უჩანს...
გერმანული კლუბი ინგლისელ წინახაზელს ახალ კონტრაქტს სთავაზობს, ვინაიდან სანჩოს მოქმედი ხელშეკრულება 2022 წელს უმთავრდება.
ამ ეტაპზე ახალგაზრდა წინახაზელი, რომელმაც მიმდინარე სეზონში 23 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა, ახალი კონტრაქტის გაფორმებისგან თავს იკავებს, ვინაიდან ტოპ გრანდში აქვს გადასვლა განზრახული.
თავის მხრივ, „რეალი“ აქტივობას იჩენს, თუმცა გერმანელთა მხრიდან მოთხოვნილი 140 მილიონი ევრო აბსურდულად მიაჩნია.
Defensacentral-ის ინფორმაციით, „რეალი“ 2021 წლის ზაფხულში აპირებს გააქტიურებას, ვინაიდან სანჩოს კონტრაქტში მხოლოდ 1 წელი ექნება დარჩენილი და შესაბამისად, მისი ფასიც საგრძნობლად შემცირდება.
- 17 მარტი 2020
- 1 348
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.