რონსერო:„„რეალი“ გაჩერებას არ აპირებს“
ტომას რონსეროს განცხადებით, მადრიდის „რეალი“ არ ჩერდება და ტრანსფერების საკითხზე ახლაც ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს.
„ზიზუს საფიქრელად დიდი დრო აქვს. ფრანგი ლეგენდა მომავლის გუნდის ფორმირებას ახდენს და ასევე ჩამოწერილი აქვს იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც აღარ სჭირდება და ზაფხულში უნდა გაუშვას.“
„თუ სამეფო კლუბი მომდევნო ზაფხულს ძალიან ეფექტიან სატრანსფერო კამპანიას არ აწარმოებს, ტიტულებისთვის ბრძოლა წარმოუდგენელი იქნება. გუნდს სჭირდება განახლება და ამაზე ყველა თანხმდება.“
„მივესალმები ისეთ ხმაურიან ფეხბურთელებს, როგორებიც მანე, მბაპე, ჰოლანდი და სხვები არიან. დარწმუნებული ვარ, ყველა მათგანი ახლავე დათანხმდებოდა „ბლანკოსის“ შეთავაზებას.“
- 17 მარტი 2020
- 1 618
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.