ჰოლანდის „რეალში“ გადმოყვანის გეგმა ცნობილია!!!
ფლორენტინო პერესი ერლინგ ჰოლანდის სხვა კლუბისთვის დათმობას არ აპირებს.
მადრიდში აცნობიერებენ, რომ ზაფხულში ჰოლანდი აუცილებლად უნდა დაიმატონ, ვინაიდან სხვა შემთხვევაში მის კონტრაქტს სხვა კლუბი გამოისყიდის და ამის შემდეგ მისი ფასი დაახლოებით 300%-ით გაიზრდება.
ფლორენტინო პერესის გეგმა უკვე შედგენილია, რომლითაც „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობა იმუშავებს.
ჰოლანდის სანაცვლოდ „ბორუსიას“ 75 მილიონი ევრო ჩაერიცხება, ეს არის მისი გამოსასყიდი თანხა. გარდა ამისა „ბლანკოსი“ ახალგაზრდა მოთამაშეს წლიურად 5.5 მილიონ ევროს შესთავაზებს, რაც გაცილებით აღემატება მის ახლანდელ ხელფასს.
ამასთანავე ესპანური პრესა იუწყება, რომ ერლინგი გარკვეულ გარანტიებსაც მიიღებს, რათა არ დაფრთხეს და სათადარიგოთა სკამის მოთამაშედ არ იგრძნოს თავი. მას განესაზღვრება მატჩების გარკვეული რაოდენობა, რომელსაც აუცილებლად ჩაატარებს.
- 17 მარტი 2020
- 3 243
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.