მსოფლიო პრესა აჭრელებულია - მბაპე „პსჟ“-ს „კორონავირუსი“ გახდა!
კილიან მბაპემ „პსჟ“-ს კიდევ ერთხელ უთხრა უარი...
„„პსჟ“-ს კორონავირუსი“ - სწორედ ასე უწოდეს ფრანგი ფეხბურთელის გადაწყვეტილებას ჟურნალისტებმა.
გავრცელებული ინფორმაციით, კილიანმა ფრანგულ კლუბს ახალ 6 წლიან კონტრაქტზე უთხრა უარი, სადაც მისი წლიური ანაზღაურება 52 მილიონი ევრო იქნება.
კილიანმა პარიზულ კლუბს მტკიცედ დაუფიქსირა, რომ „რეალში“ გადასვლა სურს და სამშობლოში არ დარჩება.
ახლა სწორედ „პსჟ“-ზე იქნება დამოკიდებული გაუშვებს ფეხბურთელს მადრიდში მომდევნო ზაფხულს, თუ დაელოდება 2021 წელს და მოთამაშეს შედარებით ნაკლებ ფასად შეელევა, ვინაიდან იმ დროისთვის მბაპეს მხოლოდ 1 წლიანი ხელშეკრულება დარჩება დედაქალაქურ კლუბთან.
- 16 მარტი 2020
- 9 105
- 8
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.