სატრანსფერო ფანჯარა შესაძლოა სექტემბრის ბოლოს დაიხუროს!
კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე მთელი მსოფლიოს კალენდარი შეიცვალა.
იმ შემთხვევაში, თუ მოვლენები მსგავსი ტემპით განვითარდება და ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი გადაიდება, სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატი ზაფხულის მეორე ნახევარში დასრულდება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოვლენების მსგავსი განვითარების შემთხვევაში სატრანსფერო ფანჯარა არა ივნისში, არამედ ივლისში გაიხსნება და აგვისტოს ბოლოს ნაცვლად სექტემბრის ბოლოს დაიხურება, ვინაიდან სეზონიც სტარტს ოქტომბრის მეორე ნახევარში აიღებს.
- 16 მარტი 2020
- 1 258
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.