მილიტაო წასვლაზე ფიქრობს
ედერ მილიტაო „რეალიდან“ წასვლაზე ფიქრობს.
ბრაზილიელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში მოედანზე ძალიან მცირე დროით სჩანს. ისიც ფაქტია, რომ რაფაელ ვარანისა და სერხიო რამოსის დუეტს მინიმუმ 2-3 წელი ბადალი არ ეყოლება და რომელიმე ფეხბურთელის შეცვლა წარმოუდგენელი იქნება.
პოზიციის შეცვლის მხრივ მილიტაოს პრობლემა არ აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ის ფლანგზე ისეთივე პროდუქტიული არ არის, როგორც მოედნის ცენტრში. ამას ემატება ფლანგებზე აშრაფ ჰაკიმისა და რეგილონის დაბრუნების საკითხიც.
მილიტაო თვლის, რომ ის მეტ დროს იმსახურებს და ამ ეტაპზე კლუბის შეცვლა ოპტიმალური გამოსავალი იქნება, თუნდაც ეს საიჯარო ხელშეკრულებას ეხებოდეს.
ერთ-ერთი გუნდი, რომელიც ინტერესს გამოხატავს „ტოტენჰემია“, მაგრამ ლონდონურ მხარეს ფეხბურთელის 5 წლიანი კონტრაქტით დამატება სურს და დიდი ალბათობით „ბლანკოსისგან“ უარს მიიღებს.
არ არის გამორიცხული, ზაფხულში ედერი იჯარის წესით წავიდეს რომელიმე კლუბში და ვარანისა და რამოსის შემცვლელად ტრადიციულად ნაჩო ფერნანდესი მოგვევლინოს, რომელიც წლების მანძილზე ირგებდა ამ როლს, თუმცა მიმდინარე სეზონში საერთოდ აღარ სჩანს მოედანზე.
- 16 მარტი 2020
- 1 350
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.