მომდევნო სეზონში ჩემპიონატები შესაძლოა 15 ოქტომბრის შემდეგ დაიწყოს
იმ შემთხვევაში, თუ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი დეკემბრისთვის გადაიწევს და სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატი ზაფხულის მეორე ნახევარში დასრულდება, მომდევნო სეზონის კალენდარი რადიკალურად შეიცვლება...
გავრცელებული ინფორმაციით, მოვლენების მსგავსად განვითარების შემთხვევაში საკლუბო ჩემპიონატეი 15 ოქტომბრის შემდეგ ეტაპობრივად დაიწყება, რათა ფეხბურთელებმა ჯერ დასვენება, შემდეგ კი სრულფასოვანი პრე-სეზონის ჩატარება შეძლონ.
რაც შეეხება დასასრულს. სტარტის ოქტომბერში არსებობის შემთხვევაში, ჩემპიონატები დიდი ალბათობით 15 ივნისისთვის უნდა დასრულდეს, რამდენიმე კვირაში კი გუნდებს 2-2 ტურის გამართვა მოუწევთ, რათა 38-38 მატჩის ჩატარება მოასწრონ.
- 16 მარტი 2020
- 729
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.