ბეილის და ხამესის ფასი კოლოსალურად ეცემა
„რეალმა“ უნდა მოასწროს და 2 ფეხბურთელი ზაფხულში სასწრაფოდ გაუშვას...
გარეთ ბეილის და ხამეს როდრიგესის ფასი კოლოსალურად ეცემა.
თუ შარშან ზაფხულს უელსელი დაახლოებით 80 მილიონი ევრო ღირდა, დღეს მისი ფასი 45-იდან 50 მილიონ ევრომდე მერყეობს.
რაც შეეხება ხამეს როდრიგესს. შარშან პერესმა კოლუმბიელი „ატლეტიკოში“ იმიტომ არ გაუშვა, რომ „როხიბლანკომ“ 40 მილიონზე მეტი არ გადაიხადა, ანალოგიურ სიტუაციაში იყო „ნაპოლიც“. ახლა კი სულ სხვა ვითარებაა. „რეალი“ ნახევარმცველს ნებისმიერ გუნდში გაუშვებს, რომელიც მასში 40 მილიონს გადაიხდის, მისი ფასი ახლა 30 მილიონი ევროც აღარაა.
- 16 მარტი 2020
- 1 344
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.