რას მოიფიქრებს ზიდანი?

სამეფო კლუბის მწვრთნელები და ფეხბურთელები ოფიციალური გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, სამშაბათს, მნიშვნელოვანი შეხედრა გაიმართება „უეფაში,“ სადაც ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის გადადებასთან დაკავშირებით უნდა იმსჯელონ.თუ მხარეები აღნიშნულზე შეთანხმდებიან მაშინ, ჩემპიონთა ლიგისა და შიდა ჩემპიონატების კალენდარი ზაფხულისკენ გადაიწევს და შესაბამისად, მიმდინარე სეზონიც სრულყოფილად ჩატარდება.

ახალი კორონავირუსის პრევენციით გამოწვეულ არდადეგებამდე, „რეალი“ არცთუ ისე სახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა.ზიდანის შეგირდებმა ჩ/ლიგის პირველი მერვედფინალური დაპირისპირება საკუთარ მოედანზე დათმეს და ამასთანავე, პრიმერა დივიზიონის ლიდერობაც „ბარსელონას“ გადაულოცეს.

ახლა, ფრანგ სპეციალისტს თავის თანაშემწეებთან ერთად დიდი დრო აქვს, რომ დაშვებული შეცდომები სრულად გაანალიზოს და გარკვეული კომპონენტებიის გასაუმჯობესებლად გეგმებიც დასახოს, რათა სეზონის აღდგენის შემთხვევაში, გუნდმა დასახული მიზნისკენ სვლა შეფერხებების გარეშე შეძლოს.

ნიშანდობლივია, რომ მოცემული პაუზა ტრავმირებული ფეხბურთელებისათვის ერთგვარი შანსია.თუ აქამდე აზარსა და ასენსიოს 2019/20 წლების სეზონში დაბრუნების შანსი არ ჰქონდათ, ახლა ყველაფერი პირიქითაა.

ესპანელი შემტევი ნახევარმცველი სარეაბილიტაციო კურსის ბოლო ეტაპებს გადის.წესითა და რიგით ის უკვე მაისის შუა რიცხვებისკენ მწყობრში უნდა ჩადგეს, ხოლო რაც შეეხება ედენს, ოპერაციის შემდეგ ჯერ ვარჯიში არ დაუწყია, თუმცა ამ კუთხით მალე გადადგამს პირველ ნაბიჯებს და დიდი ალბათობით, მაისის მიწურულს თანაგუნდელებს შუერთდება.

ვნახოთ, რას მოიფიქრებს ზიდანი, როდესაც მის განკარგულებაში უკლებლივ ყველა ფეხბურთელი იქნება.

AS

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)