ზიდანმა არეოლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
მოგეხსენებათ, 30 ივნისს, ფრანგ გოლკიპერს მადრიდის „რეალში“ ყოფნის ვადა ეწურება.
ადრე იწერებოდა, რომ არეოლას შესაძლებლობებით მოხიბლულნი არ იყვნენ სამეფო კლუბში და ხელშეკრულების დასრულების შემდეგ, კარის დარაჯი კვლავ პარიზში დაბრუნდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ზიდანმა აზრი შეიცვალა.
AS-ის ცნობით, მთავარი მწვრთნელი კმაყოფილია თანამემამულის მიერ გაწეული სამუშაოთი და პერესს მისი ტრანსფერის გამოსყიდვის თხოვნით მიმართავს.ზიზუ თვლის, რომ აფლონსმა დიდებულად მოირგო კურტუას დუბლიორის ამპლუა.
ამ ეტაპისთვის გაურკვეველია, რა ბედი ეწევა ანდრეი ლულინს, რომელიც ასევე იჯარის წესით „ვალიადოლიდში“ გამოდის.უკარინელი ფეხბურთელი „რეალმა“ სამომავლო გეგმებისთვის გადაიბირა, თუმცა...
AS
- 16 მარტი 2020
- 1 307
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.