La Gazzetta - კეინს „რეალში“ თამაში სურს
La Gazzetta-ს ინფორმაციით, ჰარი კეინის „ტოტენჰემის“ დატოვება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი...
ინგლისელ ფეხბურთელს „რეალში“ თამაში სურს, თუმცა პრობლემებს რა თქმა უნდა ის გარემოება ქმნის, რომ ლონდონური კლუბი ფეხბურთელს 200 მილიონ ევროდ აფასებს.
ჰარი ხვდება, რომ „ტოტენჰემში“ კრიზისია და მას ევროტურნირების მოგებაზე ოცნების უფლებაც არ აქვს, სწორედ ამიტომ ფიქრობს კლუბის შეცვლაზე.
იმ შემთხვევაში, თუ „ბლანკოსს“ მაურისიო პოჩეტინო ჩაუდგება სათავეში, მისი მთავარი სატრანსფერო მიზანი სწორედ ინგლისელი თავდამსხმელი იქნება.
ფაქტი ის არის, რომ კეინი პრემიერლიგიდან წასვლაზე ოცნებობს, დანარჩენი კი მოლაპარაკებებმა უნდა განსაზღვროს.
- 13 მარტი 2020
- 1 725
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.