ევროპის ჩემპიონატის გადადების შემთხვევაში ლა ლიგა ივლისში დასრულდება
იმ შემთხვევაში თუ ევროპის ჩემპიონატი გადაიდება, სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატი გაცილებით გვიან დასრულდება...
მათ შორის იქნება ლა ლიგაც. თუ ყველაფერი კარგად წარიმართა და ჩემპიონატები განახლდა, კალენდარი შეიცვლება.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატი გადადების პირასაა და ამ საკითხზე სერიოზული მსჯელობა დასასრულს უახლოვდება.
თუ ევროპოს ჩემპიონატი 1 წლით გადაიწევს, მაშინ ლა ლიგა ივლისის პირველ კვირაში დასრულდება.
ყოველივე ზემოხსენებული მხოლოდდამხოლოდ გეგმაა და სხვა არაფერი. ყველაფერი რა თქმა უნდა, კორონავირუსის გავრცელებასთან იქნება დაკავშირებული. არ არის გამორიცხული, ჩემპიონატი საერთოდ აღარ გაგრძელდეს.
- 14 მარტი 2020
- 1 208
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.