2 ფეხბურთელი და 40 მილიონი ევრო მანეს სანაცვლოდ!
მადრიდის „რეალი“ „ლივერპულისთვის“ საინტერესო წინადადებას ამზადებს.
ბრიტანულ გამოცემებზე დაყრდნობით, ფლორენტინო პერესი მზად არის „ლივერპულს“ ლუკას ვასკესი, ხამეს როდრიგესი და 40 მილიონი ევრო დაუთმოს სადიო მანეს სანაცვლოდ.
კილიან მბაპეს ტრანსფერთან დაკავშირებით სირთულეები იმდენად დიდია, რომ პერესი ალტერნატიულ გეგმებზე მუშაობს და თვლის, რომ სენეგალელი წინახაზელის დამატების შემთხვევაში ზიდანის გულს მოიგებს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რას ფიქრობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იურგენ კლოპი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გერმანელი სპეციალისტი ვასკესის დამატებით 2018 წელს სერიოზულად ინტერესდებოდა და ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონი ევროს გადახდასაც აპირებდა.
- 13 მარტი 2020
- 2 362
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.