2 ტრანსფერი „დორტმუნდიდან!
„რეალი“ ზაფხულში „დორტმუნდიდან“ 2 ფეხბურთელის წამოყვანას გეგმავს...
პირველი რა თქმა უნდა, აშრაფ ჰაკიმი იქნება, რომელიც სამეფო კლუბის საკუთრებაა და BVB-ში იჯარის წესით თამაშობს, მეორე კი ერლინგ ჰოლანდი უნდა იყოს, რომლის კონტრაქტის ფასი 75 მილიონი ევროა.
ფლორენტინო პერესი ახალგაზრდა ფორვარდის სხვა გუნდისთვის დათმობას არ აპირებს და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე დაიმატოს წინახაზელი.
ესპანურ გამოცემებზე დაყრდნობით, „ბლანკოსი“ ბორუსიელებთან სხვადასხვა სახის მოლაპარაკებას აწარმოებს, რომლის მიხედვითაც, „დორტმუნდელთა“ რიგებში შესაძლოა ლუკა იოვიჩიც აღმოჩნდეს, თანაც ისე, რომ მისი ხელფასი „ბლანკოსმა“ გადაიხდოს.
ამ გზებით პერესი BVB-თან კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებას ცდილობს, რათა ჰოლანდის ტრანსფერში ხელი არ შეეშალოს.
- 13 მარტი 2020
- 2 602
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.