მადრიდის „რეალის“ ოფიციალური განცხადება!!!
მადრიდის „რეალის“ ვებ-გვერდმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
გამომდინარე იქედან, რომ „რეალის“ საკალათბურთო გუნდის წევრის ტესტირების პასუხი COVID 19-ზე დადებითი აღმოჩნდა, მადრიდის „რეალის“ საწვრთნელი ბაზა დახურულია.
კარანტინშია გადაყვანილი, როგორც საკალათბურთო, ასევე საფეხბურთო გუნდის ყველა წევრი, ვინაიდან საწვრთნელ ბაზა ორივე გუნდისთვის ერთ სივრცეშია მოქცეული.
ამასთანავე არსებობს რეკომენდაცია, რომელიც „რეალის“ ბაზაზე მომუშავე პერსონალის კარანტინში გადაყვანას ეხება.
- 12 მარტი 2020
- 2 382
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.