ბენზემა: "მე ვფიქრობ მუშაობაზე, მუშაობაზე და მუშაობაზე."
"ჩვენ უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება მალაგასთან გამარჯვებაზე; ბარსელონაზე ფიქრის დრო მერეც გვექნება."
კარიმ ბენზემამ განაცხადა, რომ ის ბედნიერად გრძნობს თავს მადრიდში და აღტაცებულია მისი გოლით, რომელიც გაიტანა შაბათს ბილბაოსთან წინააღმდეგ მატჩში.
"მე არ ვარ გულდაწყვეტილი. უზარმაზარი გამოცდილება უნდა გქონდეს, რათა ითამაშო მადრიდის რეალში. კარგი იქნებოდა, რომ უკეთეს ფორმაში ვიყო, მაგრამ ეს არის 6 გასატარებელი სეზონიდან პირველი. კიდევ 5 დარჩა. იმედი მაქვს, რომ შემდეგ სეზონში ბევრად უკეთეს ფორმაში ვიქნები. ბედნიერად ვგრძნობ თავს რეალში და კლუბი მენდობა."
"ვიცი როდის ვთამაშობ კარგად და როდის არა. ჩემთვის ეს წელი რთული იყო რადგან მე პირველად ვარ ასე მოშორებით ჩემი ქვეყნიდან, ჩემი ოჯახიდან და ჩემი მეგობრებიდან. ჩემთვის მთავარი არის მუშაობა, მუშაობა და მუშაობა."
"ახლა თავს კარგად ვგრძნობ. ძნელი არის ართამაში, მაგრამ მე მოხარული ვარ, რომ შაბათს, გოლი გავიტანე ატლეტიკთან."
"რეალს და ბარსელონას რთული მატჩები აქვთ ჩასატარებელი. თუ ბარსა გაიმარჯვებს ტიტულს ის აიღებს, მაგრამ ჩვენ უნდა მოვახდინოთ კონცენტრირება მალაგასთან გამარჯვებაზე; ბარსელონაზე ფიქრის დრო მერეც გვექნება."
"ვიმედოვნებ, რომ საფრანგეთი გაიმარჯვებს მუნდიალზე. მე ძალიან მინდა, რომ მივიღო მუნდიალზე მონაწილეობა, მაგრამ ეს მწვრთნელზეა დამოკიდებული."
წყარო: realmadrid.com
- 11 მაი 2010
- 1 671
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.