როდის გადაწყდება ლა ლიგის ბედი?
ბოლო ინფორმაციით, ესპანეთში 2000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული COVID 19-ის ვირუსით.
ხვალ, ადგილობრივი დროით 12 საათზე, ფეხბურთის ფედერაციის, ლა ლიგისა და ფეხბურთელთა ასოციაციის ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა შედგება, სადაც უნდა განიხილონ პრიმერა და სეგუნდა დივიზიონების დროებით შეჩერების საკითხი.ამ დროისათვის, აღნიშნული ტურნირების გარდა, ქვეყნის მასშტაბით ყველა გათამაშება გაურკვეველი ვადით გადადებულია.
მედიის ინფორმაციით, დიდი ალბათობით, პრევენციის მიზნით, ზ/ხსენებული ჩემპიონატების შეხვედრებიც არ გაიმართება მომდევნო 2 კვირის განმავლობაში.
აქამდე, ფედერაცია მატჩების უმაყურებლოდ ჩატარების ვარიანტს განიხილავდა, თუმცა, როგორც ჩანს, საქმე იმაზე სერიოზულადაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
MARCA
- 11 მარტი 2020
- 977
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.