რედნაპი: „ფერგიუსონმა ბეილზე მითხრა, რომ...“
„ტოტენჰემის“ ყოფილმა დამრიგებელმა ჰარი რედნაპმა, გარეთ ბეილსა და ლუკა მოდრიჩზე ისაუბრა.
„ერთელ, როდესაც 24 მატჩიანი სერია გქვონდა გამარჯვების გარეშე, ალექს ფერგიუსონმა მითხრა, გარეთ ბეილი სკამზე დამეsვა, ვინაიდან ის იყო წარუმატებლობის მიზეზი.რა თქმა უნდა, არ გავითვალისწინე ფერგის რჩევა და მეტიც, ვუპასუხე, რომ უელსელისგან ტოპ ფეხბურთელი გამოითლებოდა.“
„ბეილი დაცვის მარცხენა ფრთაზე რომ დამეტოვებინა, დღეს მსოფლიოს საუკეთესო იქნებოდა თავის პოზიციაზე.მასში დიდი პოტენციალი დავინახე და ამიტომაც გადავწიე შეტევაში, სადაც ბრწყინვალე გამოიყურებოდა.ანალოგიურად მოვიქეცი მოდრიჩთან მიმართებაშიც.ეს უკანასკნელიც მარცხენა ფლანგზე ირჯებოდა, თუმცა ცენტრისკენ ჩამოვწიე.საერთო ჯამში, ორივე მოთამაშე დიდებულად თამაშობდა როგორც ჩემს გუნდში, ასევე „რეალში.““
AS
- 11 მარტი 2020
- 1 743
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.