„რეალისა“ და ზიდანის უთანხმოების მიზეზები
კლუბის ხელმძღვანელობას გარკვეული კითხვები გააჩნია მთავარი მწვრთნელის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებთან დაკავშრებით.
მენდი-მარსელო
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე „რეალმა“ დიდი ძალისხმევა გაიღო შემადგენლობის გასაძლიერებლად.გუნდის ერთ-ერთი წარმატებული ახალწვეული მარცხენაფლანგელი მენდია, რომელმაც სეზონის სტარტზევე სათადარიგოზე დასვა მარსელო და მის ქებას ესპანური მედია არ ერიდება, თუმცა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, ფერლანს სასტარტო შემადგენლობაში ვეღარ ვხედავთ, რაც ცოტაა არ იყოს გაოცებას იწვევს.
იოვიჩი-მარიანო
მადრიდელებმა 60 მილიონი ევრო გადაიხადეს ლუკას შესაძლებლობებში, თუმცა მწვრთნელს მის მიმართ დიდი ნდობა არ გააჩნია.სერბი ფორვარდი ამ ეტაპისათვის მხოლოდ 770 სათამაშო წუთს მოითვლის, რაც ბევრად ნაკლებია კარიმ ბენზემას პრაქტიკაზე.
რაც შეეხება დომენიკელს, ზიზუს გვიან გაახსენდა მისი არსებობის შესახებ. „ელ კლასიკო“ მარიანოსთვის სადებიუტო გამოდგა წლევანდელ ლა ლიგაზე.
ერთი სიტყვით, ფაქტობრივად, „ცხრიანის“ გარდა არავინ განიხილება შეტევაში მთავარ დამრტყმელ ძალად.
როდრიგო-ბეილი
სეზონის პირველ ნაწილში, ბრაზილიელსა და უელსელს ხშირად ეძლეოდათ თავის გამოჩენის საშუალება, მაგრამ განვლილ შეხვედრებში, ფრანგი სრულ იგნორს უკეთებს მათ.
ვალვერდე-მილიტაო
ფედერიკო ვალვერდე სეზონის მთავარი აღმოჩენაა შემადგენლობაში.ის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურადაც ჩამოყალიბდა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რაც უფრო მნიშვნელოვან ეტაპზე შედის სეზონი, მისი ადგილი ძირითად თერთმეტეულში რთულად იძებნება.
კლუბში ასევე ვერ ხსნიან იმ ფაქტს, თუ რატომ აქვს უფრო მეტი სათამაშო წუთები ედერ მილიტაოს, რომელსაც მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში იყენებს ზიდანი.
როგორ ფიქრობთ, კლუბის ხელმძღვანელების პრეტენზიები სამართლიანია?
- 11 მარტი 2020
- 2 510
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.