რა სიურპრიზს უმზადებს „რეალი“ გულშემატკივრებს?
მადრიდის „რეალს“ პრიმერა დივიზიონის მომდევნო ორი საშინაო თამაშის ჩატარება უმაყურებლოდ მოუწევს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კლუბმა ოფიციალურად მიმართა Movistar Plus-ს, რომელიც ლა ლიგის თამაშების ტრანსლირების უფლებას ფლობს, რათა დაუშვან გამონაკლისი და კლუბს დართონ ნება, რომ „რეალ მადრიდ ტვ“-ზეც (რომელიც ყველასათვის ხელმისაწვდომია) მოხდეს „ეიბართან“ და „ვალენსიასთან“ გასამართი შეხვედრების გაშუქება.
ფლორენტინო პერესის აზრით, შექმნილი ფორსმაჟორული სიტუაციის ფონზე, კარგი იქნება, თუ თითოეულ გულშემატკივარს მიეცემა შესაძლებლობა, სრულიად უფასოდ უცქირონ საყვარელი გუნდის მატჩებს.
ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ აღნიშნულ კომპანიაში. დადებითი პასუხის შემთხვევაში, ეს მართლაც კარგი საჩუქარი იქნება ქომაგებისთვის.
DC
- 11 მარტი 2020
- 8 913
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.