ესპანეთის ჩემპიონატი ჩაშლის ზღვარზეა?
როგორც იცით, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, სახელმწიფოები რიგ პრევენციულ ზომებს მიმართავენ.
ესპანეთის შესაბამისი სტრუქტურების გადაწყვეტილებით, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში, ქვეყანაში სპორტული ღონისძიებები მაყურებლების გარეშე ჩატარდება, თუმცა ეს საკმარისი არ არის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციისთვის (AFE).ისინი აცხადებენ, რომ იტალიის მსგავსად, მათ სამშობლოშიც უნდა შეჩერდეს ჩემპიონატები: „შექმნილი რთული სიტუაციიდან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია შეჩერდეს საფეხბურთო ტურნირები, რათა ფეხბურთელების ჯანმრთელობას პრობლემები არ შეექმნას.“
საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ფეხბურთის ფედერაციაში.
AS
- 11 მარტი 2020
- 2 086
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.