ინგლისური კლუბი ხამესში 80 მილიონს იხდის
სამეფო კლუბის კოლუმბიელი ნახევარმცველის შესაძლებლობებით პრემიერ ლიგის კლუბია დაინტერესებული.
The Sun-ის ინფორმაციით, „ვულვერჰემპტონი“ მზად არის, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 80 მილიონი ევრო გადაუხადოს მადრიდის „რეალს“ ხამეს როდრიგესისთვის.ისინი უკვე დაუკავშირდნენ ფეხბურთელის აგენტ ხორხე მენდეშს.
გამომდინარე იქედან, რომ მიმდინარე სეზონში სამხრეთ ამერიკელ ფეხბურთელს, ფაქტობრივად, არ ენდობა ზინედინ ზიდანი, მის გეგმებშიც შედის კლუბის დატოვება.
ხამეს როდრიგესი 2014 წელს შეუერთდა მადრიდულ გრანდს, ხოლო რაც შეეხება „ვულვზს,“ ისინი სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზე არიან და საკმაოდ ამბიციური მიზნები აქვთ.
MARCA
- 11 მარტი 2020
- 1 340
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.